Friday, June 8, 2012

ბიტლზი

ბითლზი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბითლზი
Beatles logo.svg
The Fabs.JPG
ბიოგრაფია
წარმოშობის ადგილი ლივერპული, ინგლისი
ჟანრ(ებ)ი როკ-ენ-როლი, ფსიქოდელიური როკი, პოპი, მერსიბითი
აქტიური 1960 - 1970
ლეიბლ(ებ)ი Parlophone Records
Capitol Records
Apple Records
Vee-Jay Records
Polydor Records
Swan Records
Tollie Records
ასოციაციები ტონი შერიდანი, ქუორიმენი, პლასტიკ ონო ბენდი, The Dirty Mac, Wings, Traveling Wilburys, Rory Storm and the Hurricanes, რინგო სტარის ბენდი, ბილი პრესტონი
ვებ-გვერდი thebeatles.com
წევრები
ჯონ ლენონი
პოლ მაკ-კარტნი
რინგო სტარი
ჯორჯ ჰარისონი
ყოფილი წევრები
სტიუარტ სატკლიფი
პიტ ბესტი
ბითლზი (ინგლ. The Beatles) — 1960 წელს ჩამოყალიბებული პოპ და როკ-ენ-როლ ჯგუფი ინგლისის ქალაქ ლივერპულიდან. დღემდე იგი მუსიკის ისტორიაში კომერციულად ყველაზე წარმატებულ და აღიარებულ ჯგუფად არის მიჩნეული. [1] ოთხეული, რომელიც 1962 წლიდან შედგებოდა ჯონ ლენონის (რითმული გიტარა, ვოკალი), პოლ მაკ-კარტნის (ბას-გიტარა, ვოკალი), ჯორჯ ჰარისონისა (წამყვანი გიტარა, ვოკალი) და რინგო სტარისგან (დასარტყმელი ინსტრუმენტები, ვოკალი), 1960-იან წლების აშშ-ის მუსიკაში ბრიტანული შემოსევის პიონერად გახდა.
დაიწყო რა სკიფლისა და 1950-იანი წლების ტიპის როკ-ენ-როლის შესრულებით, ბითლზმა შემდგომში საკუთარი მუსიკა დახვეწა, პოპ-ბალადებიდან ფსიქოდელიურ როკამდე, რასაც ხშირად ემატებოდა კლასიკური მუსიკისა და სხვა ჟანრების ელემენტები. მათ საოცარ პოპულარობასთან ერთად, რომელმაც პირველად იფეთქდა "ბითლომანიის" სახით, ასევე მასშტაბებს იძენდა ჯგუფის წევრების, როგორც სიმღერების ავტორების, ნიჭი. ბითლზი 1960-იანი წლების სოციალური და კულტურული რევოლუციების საფუძვლად იქცა.
თავდაპირველად ჯგუფში შედიოდნენ ლენონი, მაკ-კარტნი, ჰარისონი, სტიუარტ სატკლიფი (ბასი) და პიტ ბესტი (დასარტყამი ინსტრუმენტები). 1960-იანი წლების დასაწყისში მათ დიდი წარმატება იქონიეს ლივერპულისა და ჰამბურგის ღამის კლუბებში. 1961 წელს სატკლიფმა დატოვა კოლექტივი. შემდეგ წელს ბესტი რინგო სტარმა შეცვალა. კოლექტივის მენეჯერი გახდა ბრაიან ეპსტაინი, მუსიკალური მაღაზიის მფლობელი, ხოლო ალბომების პროდიუსერი - ჯორჯ მარტინი. მათი მხარდაჭერით ჯგუფმა 1962 წელს მიაღწია მნიშვნელოვან წარმატებას სინგლით "Love Me Do". შემდეგ წელს მათ საერთაშორისო აღიარებაც მოიპოვეს და 1966 წლამდე, ალბომების ჩაწერის პარალელურად, აქტიურ საკონცერტო ტურებში იმყოფებოდნენ. 1966 წლის შემდეგ მათ, 1970 წლამდე შეწყვიტეს ყველა სახის ცოცხალი გამოსვლები. ჯგუფი ოფიციალურად დაიშალა 1970 წელს. მისმა ყოველმა წევრმა დრო საკუთარ სოლო-კარიერას დაუთმო. ჯონ ლენონი მოკლული იქნა ნიუ-იორკში, 1980 წელს. ჰარისონი კიბოს დიაგნოზით გარდაიცვალა 2001 წელს. ამჟამად მაკ-კარტნი და სტარი კვლავ აქტიური მუსიკოსები არიან და ზრუნავენ როგორც საკუთარ მუსიკალურ კარიერაზე, ასევე ბითლზთან დაკავშირებულ პროექტებზე.
სტუდიური წლების პერიოდში ბითლზმა ჩაწერა ალბომი Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band (1967), რომელმაც კრიტიკოსები თვლიან მათ საუკეთესო მასალად. ოთხეული კვლავ რჩება ყველა დროის ყველაზე გაყიდვად მუსიკალურ ჯგუფად[2], ხოლო მათი ჩანაწერები ჯგუფის დაშლიდან 40 წლის შემდეგ კვლავ მოთხოვნადია. ბრიტანულ ჩარტში სხვადასხვა დროს ერთდროულად მოხვედრილა მათი რამდენიმე ალბომი, რომელიც ამა თუ იმ პოზიციას უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იკავებდა, ვიდრე სხვა მუსიკოსების ნამუშევრები.[3]RIAA-ს თანახმად, ჯგუფს აშშ-ში გაყიდული აქვს უფრო მეტი ალბომი, ვიდრე რომელიმე სხვა მუსიკოსს.[4] 2008 წელს ჟურნალმა ბილბორდი აშშ-ში სინგლების ჩარტების აღრიცხვიდან 50-ე წელიწადის აღსანიშნავად გამოაქვეყნა ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი მუსიკოსების სია, რომელშიც ბითლზი პირველ პოზიციას იკავებდა.[5] კოლექტივს მიენიჭა 7 გრემის და 15 აივორ ნოველოს ჯილდო. ჟურნალმა ტაიმი ისინი დაასახელა XX საუკუნის 100 ყველაზე გავლენიანი პიროვნებების სიაში.[6]

სექციების სია

1 შექმნის ისტორია

No comments:

Post a Comment