Friday, June 8, 2012

რატომ მოკლეს ჯონ ლენონი

ყველამ იცის, რომ ჯონ ლენონი მოკლეს, თუმცა ცოტას თუ სმენია, როგორ და რატომ მოხდა ეს. ჩეპმენი მოგვიანებით ამბობდა, რომ იგი დიდ ხანს ებრძოდა თავს, დალოდებოდა ლენონს, თუ სასტუმროში დაბრუნებულიყო.
დაახლოებით 22:50-ზე ჯონ ლენონი და იოკო ონო დაბრუნდნენ. ისინი მანქანიდან გადმოვიდნენ და დაკოტას შენობის შესასვლელისკენ გაემართნენ. ამ დროს ლენონს მარკ ჩეპმენის ხმა მოესმა. “Mr. Lennon”, ეს იყო ის ორად-ორი სიტყვა, რომლითაც მან ჯონ ლენონს მიმართა. ამ სიტყვების წარმოთქმის შემდეგ მან რევოლვერი ამოიღო და ლენონს ხუთი ტყვია ესროლა, საიდანაც მას მხოლოდ ერთი ასცდა. ერთ-ერთმა ტყვიამ ლენონს აორტა დაუზიანა. ამის შემდეგ ჩეპმენი არ გაქცეულა. მან საყვარელი რომანი გადაშალა და პოლიციის მოსვლამდე კითხულობდა. პოლიციამ იგი ზედმეტი გართულებების გარეშე აიყვანა. მომაკვდავი ჯონ ლენონი კი პოლიციის მანქანით გადაიყვანეს საავადმყოფოში. ცოტა ხანში საავადმყოფოსთან უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი, სადაც 23:07-ზე გადმოსცეს, რომ ჯონ ლენონი გარდაიცვალა.
სასამართლო პროცესზე ჩეპმენის ფსიქიკური მდგომარების შესახებ აზრები გაიყო, თუმცა იგი ფსიქიატრიულ კლინიკაში მხოლოდ იმ მიზეზით არ მოათავსეს, რომ ჯონ ლენონის თაყვანისმცემლების შენობაზე მოსალოდნელი თავდასხმა აეცილებინათ თავიდან. ამიტომ ჩეპმენი საპყრობილეში გადაიყვანეს. 1981 წელს მისმა ადვოკატმა ითხოვა, რომ მისი ფსიქიკური მდგომარეობის გამო ჩეპმენი უდანაშაოლოდ ეცნოთ. თავად ბრალდებულმა არ მოისურვა, რომ იგი შეურაცხადად ეცნოთ. სასამართლომ მას 20 წლით პატიმრობა მიუსაჯა და ამასთან ერთად მკურნალობის კურსიც დაუნიშნა.

ჩეპმენმა New York Times-ში შეტყობინება გაგზავნა, სადაც ყველას მოუწოდებდა წაეკითხათ რომანი “The Catcher in the Rye”. იგი ამტკიცებდა, რომ მისი წაკითხვის შემდეგ ბევრ კითხვაზე მიიღებდნენ პასუხს.
ჩეპმენმა პატიმრობისას მრავალჯერ ითხოვა შეწყალება და ამბობდა, რომ თუ მის თხოვნას დააკმაყოფილებდნენ, იგი ახალ ცხოვრებას დაიწყებდა, სამსახურს იშოვიდა, გააგებინებდა ყველას, რა მოხდა მის თავს და ქრისტესკენ მიმავალ გზას უჩვენებდა.
ჩეპმენს მძიმე ბავშვობა ჰქონდა. იგი ძალიან მგრძნობიარე ბავშვი იყო და მშობლების აგრესიამ მასზე ცუდი ზეგავლენა მოახდინა, იგი ნორმალურად ვერ განვითარდა. მას ბევრ სხვადასხვა ფსიქიატრთან გულახდილად უსაუბრია. იგი აღნიშნავდა, რომ მამამისზე ძალიან გაბრაზებული იყო და რომ იგი დედამისს სცემდა.
თავად ჩეპმენი თავს შიზოფრენიით დაავადებულად თვლიდა (როგორც ზიგიერთი ფსიქიატრი). ფსიქიატრთა ნაწილი კი ამტკიცებდა, რომ იგი ფსოქოზით იყო დაავადებული. ერთ-ერთი ჟურნალისტის აზრით იგი სოციოპატი იყო.
ფსიქიატრებთან საუბრისას აღმოჩნდა, რომ ჩეპმენი სხვა ცნობილი ადამიანების მოკვლასაც გეგმავდა.
მარკ ჩეპმენს ჯონ ლენონის მკვლელობის მოტივაციაზე ბევრი უსაუბრია. იგი ამბობდა, რომ სასტიკად გაბრაზებული იყო ჯონ ლენონზე, იმიტომ, რომ იგი თავის სიმღერებში სიყვარულს და მშვიდობას ქადაგებდა და იდეალურ სამყაროს სახავდა, სადაც არ არსებობს არანაირი საკუთრება. მუხედავად ამისა კი, იგი მილიონერი იყო და ამასთან მრავალი სახლისა, თუ იახტის მფლობელი.
ჩეპმენი ამტკიცებდა, რომ მილიონობით ადამიანი (მისი ჩათვლით) ლენონის სიმღერებში გამოხატულ მსოფლმხედველობებს მთავარ იდეალად ისახავდა და ამ სიმღერების მოსმენის შემდეგ ცვლიდა საკუთარი ცხოვრების წესს, მაშინ, როდესაც ლენონი ამ ადამიანებს მასხრად იგდებდა.

ჩეპმენმა გაიხსენა, რომ მკვლელობიდან რამდენიმე კვირით ადრე იგი უსმენდა ჯონ ლენონის პირველ სოლო ალბომს “John Lennon/Plastic Ono Band”. ეს ალბომი 10 წლის წინ იყო გამოსული, მაგრამ მარკ ჩეპმენი მისმა მოსმენამ განსაკუთრებით გააცოფა. იგი ამბობდა, რომ საშინლად გააბრაზა ჯონ ლენონის შეხედულებებმა ღმერთზე და მისმა სიტყვებმა, როდესაც იგი ამბობს, რომ “ბითლზის” შემოქმედების არ სწამდა. ჩეპმენის თქმით, ამ სიტყვებმა მას გონება დაუბნელა, რადგან მისი აზრით, ლენონს არ ჰქონდა უფლება, ასეთი რამ ეთქვა.
წიგნი, რომელმაც მარკ ჩეპმენი სერიოზულად დააფიქრა ჯონ ლენონზე, იყო “The Catcher in the Rye”. ამ წიგნის პერსონაჟი, ჰოლდენ კაულფილდი მისთვის მისაბაძი ადამიანი იყო. ჩეპმენმა თქვა, რომ წიგნში აღწერილია ჰოლდენ კაულფილდის მსოფლმხედველობები, მის ფანტაზიაში იგი კლდის პირას დგას და ბავშვებს იჭერს, რომლებიც უფსკრულში ცვივიან. ჩეპმენი ფიქრობდა, რომ ჯონ ლენონის მოკვლა მას ჰოლდენ კაულფილდად აქცევდა.
ჩეპმენმა ისიც აღნიშნა, რომ განსხვავებით მისგან, ჰოლდენ კაულფილდს არ შეეძლო ვინმე მოეკლა და რომ თვითონ ხშირად უჩნდებოდა სურვილი ტყვია დაეხალა მათთვის, ვინც მას ცუდად მოექცეოდა, თუმცა მან ისიც დაამატა, რომ რეალობა, ხანდახან განსხვავდება წიგნში გადმოცემული ამბისგან.

2000 წელს, შეწყალების თხოვნისას მარკ ჩეპმენმა აღიარა, რომ იგი ხედავდა ჯონ ლენონს, უკვე, როგორც ჩვეულებრივ ადამიანს, მიხვდა, რომ ჯონ ლენონიც ჩვეულებრივი ადამიანი იყო.

ჩეპმენმა ისიც აღიარა, რომ როცა ეს დანაშაული ჩაიდინა, იგი ახალგაზრდა და სულელი იყო და ისიც დაამატა, რომ მას ჰქონდა არჩევანი და ძალიან ნანობდა თავის საქციელს.

ჩეპმენი მოგვიანებით ამბობდა, რომ იგი დიდ ხანს ებრძოდა თავს, დალოდებოდა ლენონს, თუ სასტუმროში დაბრუნებულიყო.

Č
ივლისი 2011    საკითხავი   10 კომენტარი

  • 1
     
  •  

ამქვეყნად არსად არავის არ გამოსჩენია იმდენი მიმბაძველი და მიმდევარი, რამდენიც პოპულარულ ლივერპულელ ოთხეულს. ჯონ ლენონი, პოლ მაკარტნი, ჯორჯ ჰარისონი და რინგო სტარი წინა საუკუნის 60-70-იანი წლების თაობას ცხოვრების წესისა და ქცევის ნორმების, მეტყველების, მიხვრა-მოხვრისა და ჩაცმის სტილის დამდგენად მოევლინა.

“ბიტლომანიის სენით” იმდროინდელი საქართველოც დაავადდა. მიუხედავად იმისა, რომ მაშინდელი კომუნისტური იდეოლოგები ამ უწყინარ გენიოსებს უზნეო, გახრწნილ და უზრდელ პიროვნებებად გვიხატავდნენ, ჩვენი ყოფილი დიადი სამშობლოს ახალგაზრდობა ამ “ეპიდემიით” საკმაოდ დაინფიცირდა. ცნობილია, რომ აკრძალულ ხილს უფრო მეტი ხალხი ეტანება და რამდენიმეწლიანი უშედეგო ბრძოლის შემდეგ, საბჭოთა ფუნქციონერებმა “ბითლზთან” ჭიდილში უპირობო კაპიტულაცია გამოაცხადეს.
რამდენი წელია გასული იმ დროიდან და დღესაც კი მახსოვს მაშინდელი პერიპეტიები. ამბობდნენ, რომ არსებობდა “მაგიური” ჩემოდანი, რომელშიც “ბითლზის” შესახებ უცხოეთში გამოცემული ყველა გრამფირფიტა იყო მოთავსებული. ეს “აუხდენელი ოცნება” თურმე 1000 მანეთი ღირდა და მისი შოვნა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. ქართველ მელომანებში დადიოდა ჭორი, რომ 1966-67 წლებში პოლ მაკარტნი ავტოავარიაში დაიღუპა და “ბითლზის” მენეჯერებმა მისი ჩანაცვლება ორეულით მოახდინეს, რომელიც წარმოშობით კანადელი იყო.
ზუსტი სიმართლე არავინ არ იცოდა, მაგრამ იძახდნენ, რომ ლივერპულელ ოთხეულს კონცერტები მოსკოვში უნდა ჩაეტარებინა. მათი თვითმფრინავი თურმე სსრკ-ის დედაქალაქში ჩამოფრინდა კიდეც, მაგრამ ქვეყანაში შემოსასვლელი ვიზები არ მისცეს და “ბითლზიც” უკან გაბრუნდა. ამ ჯგუფის ორდისკიანი კონცერტის, “თეთრი ალბომის” პირველ კომპოზიციას სახელად “უკან სსრკ-ში” ჰქვია. მელომანებში გავრცელდა აზრი, რომ ეს სიმღერა მოსკოვიდან უკან დაბრუნებისას, უშუალოდ თვითმფრინავის სალონში დაიწერა.
გრამფირფიტებზე ჩამვარდა სიტყვა და როგორც ზემოთ მოგახსენეთ, იმ პერიოდში ე. წ. “ვინილის” დისკების შოვნა იოლი ნამდვილად არ იყო. ხმის ჩამწერ სტუდიებში ნებისმიერ ჩანაწერს გაგიკეთებდნენ, გრამფირფიტის შეძენა თუ გსურდა რამდენიმე “დაბრკოლება” უნდა გადაგელახა. თავდაპირველად “ზვუკოზაპისის” თანამშრომლებს უნდა დაახლოებულიყავი, ნდობის მოპოვების შემდეგ კი “იღბლიანთა” სიაში ჩაეწერებოდი. განსაკუთრებული პოპულარობით მეცხრე საავადმყოფოს წინ მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელში მდებარე სტუდია სარგებლობდა.
მისი მამოძრავებელი ძალა ბატონი მიკი იყო და მასთან მთელი თბილისის ახალგაზრდობა დადიოდა. არასოდეს დამავიწყდება ის ბედნიერი წუთები, როდესაც მიკისთან ინგლისში გამოშვებული “ჰელფის” გრამფირფიტა შევიძინე. სამწუხაროდ, მაშინდელი ოცნება, “ბითლზის” ჩემოდანს დავპატრონებოდი, განუხორციელებელი დამრჩა. კომუნისტური რეჟიმი წარსულს ჩაბარდა, ყოველგვარი უცხოურიც ჩვენში აღარ იკრძალება. საყვარელი ჯგუფის ნებისმიერი ჩანაწერის შოვნა ამჟამად არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ იმ პირველ “ჰელფის” გრამფირფიტას, ხოლო მოგვიანებით, იმდროინდელ კიროვის პარკში შაბათ-კვირაობით გამართულ წიგნების ბაზრობაზე შეძენილ “ბითლზის” სხვა დისკებს, სულ სხვანაირი და განსაკუთრებული ხიბლი გააჩნდა.
რამდენიმე ხნის წინ დამაინტერესა, თუ ჰქონიათ ურთიერთობა ლივერპულელ ოთხეულთან ქართველ მუსიკოსებს. სხვადასხვა არქივებში და ინტერნეტში “ძრომიალის” შემდეგ ორ საინტერესო ფაქტს წავაწყდი.
1967-68 წლებში ანსამბლი “ორერა” დედამიწის გარშემო კრუიზით გაეგზავრა. ამ მოგზაურობის შედეგად დაიბადა მხატვრულ-მუსიკალური ფილმი “ორერა სრული სვლით”. წინასწარი მოლაპარაკებით, ლონდონში “ორერასა” და “ბითლზის” წევრები ერთმანეთს უნდა შეხვედროდნენ. სამწუხაროდ ამ დროს ინგლისური ჯგუფი ლივერპულში გამოიძახეს გადაღებებზე. ამის გამო “ბითლზმა” ქართველ მუსიკოსებს ბოდიშის წერილი გამოუგზავნა, რომელსაც ოთხივე წევრი აწერდა ხელს.
ბრიტანულ ჯგუფთან შეხება კიდევ ერთ ქართულ ანსამბლს ჰქონდა, მაგრამ მანამდე ერთ ისტორიას გაგაცნობთ.
წინა საუკუნის 70-იანი წლებიდან ლივერპულში სათავე დაედო ტრადიციულ კონკურსს, სადაც საუკეთესო “ბითლზ-ორეულები” გამოდიოდნენ. ამ ფესტივალის გრან-პრი ყოველთვის ინგლისურენოვანი ქვეყნების ჯგუფებს ერგებოდათ. ტრადიცია მხოლოდ ერთხელ დაირღვა, როდესაც 1989 წელს მთავარი ჯილდო „ბითლზის“ საუკეთესო გარეგნული და მუსიკალური მიბაძვისათვის მიენიჭა თბილისურ ჯგუფს “ბლიცს”. ჩვენს სტაჟიან მელომანებს ალბათ ახსოვთ ეს ანსამბლი, რომელიც ვალერი კოჩაროვის ხელმძღვანელობით 80-იანი წლების დასაწყისში ჩამოყალიბდა. მის შემადგენლობაში შედიოდნენ: ვალერი კოჩაროვი (ჯონ ლენონი), ვალერი ამბარცუმიანი (პოლ მაკარტნი), ზაზა სახამბერიძე (ჯორჯ ჰარისონი), ბიჭიკო ოსიპოვი (რინგო სტარი) და ელო შახბაიანი (კლავიშებიანი ინსტრუმენტი). აი, ამ შემადგენლობით ჩავიდა “თბილისური ბითლზი” ლივერპულში.
ფესტივალი ათ დღეს გაგრძელდა და ყველასათვის მოულოდნელად, მთავარი გრან-პრი საქართველოდან წარგზავნილებს ერგოთ. ჟიურის წევრები იყვნენ ლენონის ალალი ბიძა, ჩარლზ ლენონი, “ბითლზის” ყოფილი წევრი პიტ ბესტი, რომელიც ჯგუფში რინგო სტარის მოსვლამდე უკრავდა, პოლ მაკარტნის ანსამბლ “უინგსის” წევრი დენი ლეინი და ტონი შერდანი, რომელიც ჯონთან და პოლთან ერთად ჯგუფის საბოლოო ჩამოყალიბებამდე გამოდიოდა. ინგლისელები თბილისელი მუსიკოსებისათვის მხოლოდ მთავარი ჯილდოს გადაცემით არ დაკმაყოფილდნენ და ხუთივეს ქალაქ ლივერპულის საპატიო მოქალაქის ტიტული უბოძეს.
უკვე მოგვიანებით, “ბლიცის” წევრი ბიჭიკო ოსიპოვი ბრიტანულ შთაბეჭდილებებს შემდეგნაირად იხსენებდა: “როგორი გრძნობა გვქონდა? მილიონს რომ მოიგებ და შინ მიხვალ, იქ კი დედა დაგხვდება და გეტყვის, შვილო, შენმა ლატარიის ბილეთმა მილიონი მოიგოო. აი, ასეთი რაღაც იყო გრან-პრი და საპატიო მოქალაქეობა. რაც მთავარია, ისეთი ხალხი გავიცანით, ვინც წლების განმავლობაში ოთხეულის გარშემო ტრიალებდა. პიტ ბესტის დედა მეუბნებოდა, ნახე რა მაგარი ბიჭი მყავს, მაკარტნიმ მოაშორებინა ლენონს ჯგუფიდან, რომ არ დაეჩრდილა, თორემ “ბითლზში” უნდა ყოფილიყოო.
ბითლზი (ინგლ.: The Beatles) — 1960 წელს ჩამოყალიბებული პოპ- და როკენროლ-ჯგუფი ლივერპულიდან, (ინგლისი) დღემდე მუსიკის ისტორიაში ყველაზე წარმატებულ ჯგუფად ითვლება. მათმა ნოვატორულმა ტექნიკამ და გავლენამ კულტურაზე ჩამოაყალიბა 1960-იანების მიმდინარეობა, მათი გავლენა პოპ-კულტურაზე კი დღემდე იგრძნობა. ჯგუფი, რომელიც ძირითადად შედგებოდა ჯონ ლენონის (რითმული გიტარა, ვოკალი), პოლ მაკარტნის (ბას-გიტარა, ვოკალი), ჯორჯ ჰარისონისა (წამყვანი გიტარა, ვოკალი) და რინგო სტარისგან (დასარტყმელი ინსტრუმენტები, ვოკალი), 1960-იან წლების აშშ-ის მუსიკაში "ბრიტანული შემოსევის" პიონერი გახდა.

მიუხედავად იმისა, რომ მათი საწყისი მუსიკალური სტილი 1950-იანი წლების როკ-ენდ-როლსა და ადგილობრივ სკიფლს ეფუძნებოდა, ჯგუფის შემოქმედება დროთა განმავლობაში გასწვდა ისეთ ჟანრებს, როგორიცაა ტინ პენ ელი და ფსიქოდელიური როკი. მათი ჩაცმის სტილი და განცხადებები საზოგადოებისთვის მოდის მიმართულების განმსაზღვრელი იყო, ხოლო მათი მზარდი სოციალური აქტიურობა 1960-იანი წლების სოციალურ და კულტურულ რევოლუციებზეც ტოვებს კვალს. 1970 წელს ჯგუფის დაშლის შემდეგ, თითოეულმა წევრმა სოლო კარიერა გააგრძელა.

ნანახია: 1211  |  კომენტარები: (0)

ბიტლზი

ბითლზი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბითლზი
Beatles logo.svg
The Fabs.JPG
ბიოგრაფია
წარმოშობის ადგილი ლივერპული, ინგლისი
ჟანრ(ებ)ი როკ-ენ-როლი, ფსიქოდელიური როკი, პოპი, მერსიბითი
აქტიური 1960 - 1970
ლეიბლ(ებ)ი Parlophone Records
Capitol Records
Apple Records
Vee-Jay Records
Polydor Records
Swan Records
Tollie Records
ასოციაციები ტონი შერიდანი, ქუორიმენი, პლასტიკ ონო ბენდი, The Dirty Mac, Wings, Traveling Wilburys, Rory Storm and the Hurricanes, რინგო სტარის ბენდი, ბილი პრესტონი
ვებ-გვერდი thebeatles.com
წევრები
ჯონ ლენონი
პოლ მაკ-კარტნი
რინგო სტარი
ჯორჯ ჰარისონი
ყოფილი წევრები
სტიუარტ სატკლიფი
პიტ ბესტი
ბითლზი (ინგლ. The Beatles) — 1960 წელს ჩამოყალიბებული პოპ და როკ-ენ-როლ ჯგუფი ინგლისის ქალაქ ლივერპულიდან. დღემდე იგი მუსიკის ისტორიაში კომერციულად ყველაზე წარმატებულ და აღიარებულ ჯგუფად არის მიჩნეული. [1] ოთხეული, რომელიც 1962 წლიდან შედგებოდა ჯონ ლენონის (რითმული გიტარა, ვოკალი), პოლ მაკ-კარტნის (ბას-გიტარა, ვოკალი), ჯორჯ ჰარისონისა (წამყვანი გიტარა, ვოკალი) და რინგო სტარისგან (დასარტყმელი ინსტრუმენტები, ვოკალი), 1960-იან წლების აშშ-ის მუსიკაში ბრიტანული შემოსევის პიონერად გახდა.
დაიწყო რა სკიფლისა და 1950-იანი წლების ტიპის როკ-ენ-როლის შესრულებით, ბითლზმა შემდგომში საკუთარი მუსიკა დახვეწა, პოპ-ბალადებიდან ფსიქოდელიურ როკამდე, რასაც ხშირად ემატებოდა კლასიკური მუსიკისა და სხვა ჟანრების ელემენტები. მათ საოცარ პოპულარობასთან ერთად, რომელმაც პირველად იფეთქდა "ბითლომანიის" სახით, ასევე მასშტაბებს იძენდა ჯგუფის წევრების, როგორც სიმღერების ავტორების, ნიჭი. ბითლზი 1960-იანი წლების სოციალური და კულტურული რევოლუციების საფუძვლად იქცა.
თავდაპირველად ჯგუფში შედიოდნენ ლენონი, მაკ-კარტნი, ჰარისონი, სტიუარტ სატკლიფი (ბასი) და პიტ ბესტი (დასარტყამი ინსტრუმენტები). 1960-იანი წლების დასაწყისში მათ დიდი წარმატება იქონიეს ლივერპულისა და ჰამბურგის ღამის კლუბებში. 1961 წელს სატკლიფმა დატოვა კოლექტივი. შემდეგ წელს ბესტი რინგო სტარმა შეცვალა. კოლექტივის მენეჯერი გახდა ბრაიან ეპსტაინი, მუსიკალური მაღაზიის მფლობელი, ხოლო ალბომების პროდიუსერი - ჯორჯ მარტინი. მათი მხარდაჭერით ჯგუფმა 1962 წელს მიაღწია მნიშვნელოვან წარმატებას სინგლით "Love Me Do". შემდეგ წელს მათ საერთაშორისო აღიარებაც მოიპოვეს და 1966 წლამდე, ალბომების ჩაწერის პარალელურად, აქტიურ საკონცერტო ტურებში იმყოფებოდნენ. 1966 წლის შემდეგ მათ, 1970 წლამდე შეწყვიტეს ყველა სახის ცოცხალი გამოსვლები. ჯგუფი ოფიციალურად დაიშალა 1970 წელს. მისმა ყოველმა წევრმა დრო საკუთარ სოლო-კარიერას დაუთმო. ჯონ ლენონი მოკლული იქნა ნიუ-იორკში, 1980 წელს. ჰარისონი კიბოს დიაგნოზით გარდაიცვალა 2001 წელს. ამჟამად მაკ-კარტნი და სტარი კვლავ აქტიური მუსიკოსები არიან და ზრუნავენ როგორც საკუთარ მუსიკალურ კარიერაზე, ასევე ბითლზთან დაკავშირებულ პროექტებზე.
სტუდიური წლების პერიოდში ბითლზმა ჩაწერა ალბომი Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band (1967), რომელმაც კრიტიკოსები თვლიან მათ საუკეთესო მასალად. ოთხეული კვლავ რჩება ყველა დროის ყველაზე გაყიდვად მუსიკალურ ჯგუფად[2], ხოლო მათი ჩანაწერები ჯგუფის დაშლიდან 40 წლის შემდეგ კვლავ მოთხოვნადია. ბრიტანულ ჩარტში სხვადასხვა დროს ერთდროულად მოხვედრილა მათი რამდენიმე ალბომი, რომელიც ამა თუ იმ პოზიციას უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იკავებდა, ვიდრე სხვა მუსიკოსების ნამუშევრები.[3]RIAA-ს თანახმად, ჯგუფს აშშ-ში გაყიდული აქვს უფრო მეტი ალბომი, ვიდრე რომელიმე სხვა მუსიკოსს.[4] 2008 წელს ჟურნალმა ბილბორდი აშშ-ში სინგლების ჩარტების აღრიცხვიდან 50-ე წელიწადის აღსანიშნავად გამოაქვეყნა ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი მუსიკოსების სია, რომელშიც ბითლზი პირველ პოზიციას იკავებდა.[5] კოლექტივს მიენიჭა 7 გრემის და 15 აივორ ნოველოს ჯილდო. ჟურნალმა ტაიმი ისინი დაასახელა XX საუკუნის 100 ყველაზე გავლენიანი პიროვნებების სიაში.[6]

სექციების სია

1 შექმნის ისტორია

ჰანტერ დევისის ბიტლზი

ჰანტერ დევისი" ბიტლზი"

ბიტლზის თაყვანისმხემლებს აქაც იქაც და სუყველგან
პირველად ეს წიგნი მაშინ გამოჩნდა როცა სამყარო ჯერ კიდევ ასე ახალგაზრდა იყო, ბიტლზი თითქოს უკვე დაბერებული
,ექვსი წელი დიდების მწვერვალზე, ექვსი წელი ახალი ამბების ყველა გამოშვებაში, ეს ყველაფერი თითქოს იმდენ ხანს გრძელდებოდა რაღაც წინათგრძნობაც კი გაჩნდა, ბოლოს და ბოლოს ჯაჭვი უნდა გაწყდესო და ორი წლმს შემდეგ ჯგუფმა მართლაც შეწყვიტა არსებობა. საბაბი და მიზეზი სხვადასხვაგვარი ,იყო მოყირჭებული მსოფლიო ბიტლომანია, ნერვების დამწყვეტი შიდა უთანხმოებები, დაძაბულობა და სურვილი ამიერიდან ყველას საკუთვრი გზით ევლო და თვითგამოხატვის საკუთარი საშვალებები გამოეძებნა, აი ასე ,მატონებო ,არც მეტი, არც ნაკლები მშვიდობით ,ბიტლზ .მას შემდეგ ათწლეულები გავიდა, მაგრამ ისინი დღესაც ჩვენთან არიან და ჩვენში დარჩნენ, არც არსად წასულან
.

Comments

Recent Site Activity|Report Abuse|Print Page|Remove Access|Powered By Google